Accentnews.ge
შსს: მიმდინარეობს მდგომარეობის ანალიზი, ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების საჭიროება არ არის

შსს: მიმდინარეობს მდგომარეობის ანალიზი, ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების საჭიროება არ არის

24/06/2023 11:23:17 პოლიტიკა

შსს “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე” არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, -ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე ხელისუფლებას პარტიებმა – ენმ–მ და "საქართველოსთვის" ხელისუფლებას საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდეს, საქართველოს პრეზიდენტმა კი საზღვრის ზედმიწევნით კონტროლის აუცილებლობაზე გაამახილა ყურადღება რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S