პრეზიდენტი: "არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, გააღვოვონ უადგილო შიშები, საქართველო ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს"
24/06/2023 16:15:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დაუყონებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც, მათ შორის ის რეაქციები უნდა განიხილონ, რაც რუსეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოჰყვა.
"საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ", – განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.


