Accentnews.ge
კახა კალაძე: "ეს იყო რუსეთის შიდა საქმე"

კახა კალაძე: "ეს იყო რუსეთის შიდა საქმე"

25/06/2023 10:18:11 პოლიტიკა

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და იქნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, რა თქმა უნდა, ამის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც იქნება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, იცით რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები, რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ უფრო. დადასტურდა ის განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იზრუნოს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე.

„ეს დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ, მოწოდებები, ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, თუ შეცდომებს უშვებენ, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა, უნდა იზრუნოს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ და რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი ქვეყანაში დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოვაგდოთ. ვიღაცა გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. არ არის ეს სახელმწიფოებრივი მიდგომები და დამოკიდებულებები, ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 23 ივნისის საღამოს, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები.

24 ივნისს გვიან ღამით „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S