Accentnews.ge
წულუკიანი – გვარამიას შეწყალებაზე: სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა

წულუკიანი – გვარამიას შეწყალებაზე: სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა

26/06/2023 09:40:55 პოლიტიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება "მთავარი არხის" დამფუზნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა.

არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა“, – განაცხადა, ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, თეა წულუკიანმა.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარის არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S