Accentnews.ge
ბეჟაშვილი: როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, "ოცნებამ“ კვლავ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა

ბეჟაშვილი: როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, "ოცნებამ“ კვლავ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა

26/06/2023 09:57:18 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას.

„ბოლო დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა. მიგრაციასთან მიმართებაში არ აქვს ხედვა, უსაფრთხოების სისტემებთან მიმართებაში არ აქვთ ხედვა. შესაბამისად, დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას“. - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ რუსეთში "პრიგოჟინის ამბოხების" შემდეგ პრეზდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევისკენ და საზღვრის "ზედმიწევნით გაკონტროლებისკენ" მოუწოდა. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მოწოდებას საზღვარის ჩაკეტვის თაობაზე "სისულელე" უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S