Accentnews.ge
სამადაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს

სამადაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს

26/06/2023 09:28:47 პოლიტიკა

ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს მოქალაქეებში გააჩინა უსაფრთხოების გამოწვევის განცდა.

"ამ ვითარებაში ხელისუფლების ვალდებულებაა, აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ის აანალიზებს ამ გამოწვევას, აქვს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში. იმ დღეს რომ უბრალოდ გაქრა ხელისუფლება, ეს იყო საკუთარი ხალხის მიტოვება, რომელსაც სჭირდებოდა პასუხი იმ ხალხისგან, რომელსაც ჰქვია ამ ქვეყნის ხელისუფლება, თუ რა საფრთხეები იყო და რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება მასთან გასამკლავებლად. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს იმას, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთში "პრიგოჟინის ამბოხების" შემდეგ პრეზდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევისკენ და საზღვრის "ზედმიწევნით გაკონტროლებისკენ" მოუწოდა. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მოწოდებას საზღვარის ჩაკეტვის თაობაზე "სისულელე" უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S