Accentnews.ge
დავითაშვილმა განმარტა სანქციების მე-11 პაკეტის შესრულებაში საქართველოს როლი

დავითაშვილმა განმარტა სანქციების მე-11 პაკეტის შესრულებაში საქართველოს როლი

26/06/2023 12:22:57 პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობის პრევენცია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„საზოგადოებაში დიდი ინტერესია დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს არის, ასევე, აშშ-დან ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტი და ასევე, ბრიტანეთიდან ბატონი აიერის ვიზიტი. ეს სამი ძირითადი ქვეყანათა ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, ბრიტანეთისთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ.

ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია.

გარდა ამისა, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის კუთხით, ასევე, იმისთვის, რომ სანქციები იყოს სწორად აღსრულებული",- განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ალბათ, მიიღებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან, იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით უჭერენ ქართული სტრუქტურები მხარს სანქციების აღსრულების ნაწილში.

დღეს საქართველოს ეწვევიან ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, რომლებიც სანქციების საკიტხებზე მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S