Accentnews.ge
კომიტეტებუს გაერთიანებულ სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს

კომიტეტებუს გაერთიანებულ სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს

26/06/2023 12:34:39 პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.

დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო. დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც.

„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ-დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.

დავით ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნულ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერდა. „ქართულ ოცნებას“ სებ-ის პრეზიდენტად მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის დანიშვნა სურდა, თუმცა პრეზიდენტმა საბჭოს წევრად მის წარდგენაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S