Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ–ის საელჩო ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26/06/2023 14:20:44 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ ,სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება",– აღნიშნავს საელჩო და განმარტავს, რომ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება.

რელიზში ვკითხულობთ, რომ ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და კუმარ აიერი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

"ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ",– დასძენს საელჩო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S