Accentnews.ge
კობახიძე: სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არავის ვაძლევთ მისთვის გვერდის ავლის საშუალებას

კობახიძე: სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არავის ვაძლევთ მისთვის გვერდის ავლის საშუალებას

26/06/2023 15:23:46 პოლიტიკა

სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა კითხვაზე, პასუხად ფაქტები აქვს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ტყუილები ოპონენტების მხრიდან, ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას, რომ საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის პრაქტიკა. ფაქტები არის ყველაფერზე ჩვენი პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

27 ივნისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის სანქციების დესპანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი ეწვევიან.

როგორც დაანონსდა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S