იოზვიაკი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე ბუდაპეშტმა, შესაძლოა, ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს
27/06/2023 06:07:42 პოლიტიკა
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დასთანხმდებიან.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ანალიზში იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის შემდეგაა ევროკავშირის პირობების შესრულების თვალსაზრისით.
ევროკომისიის ზეპირი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უკრაინამ შვიდი პრიორიტეტიდან ორი შეასრულა, მოლდოვამ - ცხრიდან სამი, ხოლო საქართველომ კი თორმეტიდან სამი.
ამავე თემაზე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში.


