სომხეთმა საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა
27/06/2023 08:02:01 პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „სპუტნიკ-არმენია“ იუწყება.
ახლა საზღვრის კვეთისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობები იქნება საკმარისი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დაამტკიცა საზღვრის ურთიერთგადაკვეთის შესახებ შეთანხმების პროექტი.
„სომხეთს შეუძლია და უნდა ააშენოს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ეფექტური სქემა“, - განაცხადა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა გურგენ არსენიანმა.
„ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება გახდეს საუკეთესო „პილოტური პროექტი“ და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ასეთი რეჟიმისკენ სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა მან.


