პაატა მანჯგალაძე: პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს, „ქართული ოცნება“ - პარტიული დღის წესრიგით
27/06/2023 08:09:15 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას“ სურს, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიული აქტივისტებით დააკომპლექტოს.
"იცის „ქართულმა ოცნებამ“ რომ უჭირს და ყველანაირ ოქმს რომ ხელს მოაწერს, ასეთი ადამიანები უნდათ შეიყვანონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პარტიული დღის წესრიგით და სურს ისეთი ადამიანების არჩევა ცესკოში, რომლებიც ნებისმიერ ოქმს მოაწერენ ხელს, მათ შორის, ისეთს, რომელშიც შეიძლება ჩაწერონ რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 70 პროცენტი მიიღო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.


