Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ საბოტაჟის და იმის ინტერესს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გვჭირდება

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ საბოტაჟის და იმის ინტერესს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გვჭირდება

27/06/2023 09:38:48 პოლიტიკა

ვხედავთ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეტოს დაძლევა გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტის ვეტო არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება.

"ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც ამ პროცედურას უკავშირდებოდა, უკვე ამოქმედებულია. შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება. ეს ტექნიკური მიზეზით, თუმცა, მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს. იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო. მიზანი იყო ცესკოში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. სწორედ ამის გამო ჩვენ პირველად პროექტს ხელი არ მოვაწერეთ და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ზუსტად იგივე ინტერესს ვხედავთ,რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეტოს დაძლევა გვჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S