Accentnews.ge
"პარტნიორები რწმუნდებიან, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები უნდა დასანქცირდნენ"

"პარტნიორები რწმუნდებიან, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები უნდა დასანქცირდნენ"

27/06/2023 09:47:03 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ანი წითლიძე საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილი, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს "შავი ხვრელი", უნდა დასანქცირდნენ".

"ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორების ინტერესი არის ძალიან მაღალი. ეს მიანიშნებს, დღეს რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო რწმუნდებიან იმაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და აქ რუსულ ინტერესს აძლიერებს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ჩვენ ვითხოვთ და ეს პოზიცია გვაქვს ყველა შეხვედრაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მთავარი ოლიგარქი ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. ასევე, უნდა დასანქცირდეს ყველა პასუხისმგებელი პირი "ქართული ოცნებიდან", უნდა დასანქცირდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს ე.წ. შავი ხვრელი რუსეთისთვის. ამის ნათელი დადასტურებაა და შემთხვევითი არ იყო რამდენიმე დღის წინ რუსეთის საბაჟოს უფროსის განცხადება, როცა მან თქვა, რომ ზემო ლარსიდან ისინი ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას და ტვირთების გადატანას", - განაცხადა წითლიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S