Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი – დენდროლოგიურ პარკზე: ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს

შალვა პაპუაშვილი – დენდროლოგიურ პარკზე: ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს

27/06/2023 08:23:40 პოლიტიკა

დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "პუბლიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა.

„ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ. ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა. ამ იდეის გაუფასურება უნდათ. თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, რომელიც საბოლოოდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ხმარდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი ეს განცხადება იმას, რომ არ ბერა ივანიშვილს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დედისთვის არ უჩუქებია, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ტექნიკურად რა და როგორ არის, არ იცის.

„ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის ქონების გადაცემის საკითხს. საბოლოო მიზანი რაც არის, ბიძინა ივანიშვილმაც თავად გაახმოვანა. ეს პარკი ჯერ კიდევ შექმნის პროცესში არის. ის თავის დროზე გადაეცემა ისე სახელმწიფოს, როგორც ეს თავის დროზე იყო გაცხადებული. გაცხადებული მიზანი რაც არის ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. ეს პარკი შეივსება ბუნების სხვადასხვა ძეგლებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S