ლევან ხაბეიშვილი: "გარდაბანში ავტომობილის საბურავები დაგვიჭრეს"

27-06-2023 14:52:06 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუზიანეს

"გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო. ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები