Accentnews.ge
სამადაშვილი – "ოცნებას" : როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე, ამით საბოტაჟს უწყობთ ამ ქვეყნის მომავალს

სამადაშვილი – "ოცნებას" : როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე, ამით საბოტაჟს უწყობთ ამ ქვეყნის მომავალს

27/06/2023 10:17:57 პოლიტიკა

"თქვენ, ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე, ამით, დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს", - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შეფასებაზე ზეგავლენას ის გადაწყვეტილებები ახდენს, რომელსაც მმართველი უმრავლესობა იღებს.

"ვფიქრობ, რომ დრო არის გაჩუმდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დღეს საქართველოში ჩამოსულია უპრეცედენტოდ გაერთიანებული დელეგაცია, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის, რადგან თქვენი ხელისუფლება არა მხოლოდ არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ საბოტაჟს უწევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს და ეს შეეხება თქვენს დამოკიდებულებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის თაობაზე. თქვენ ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე - ამით, დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს. დელეგაცია, რომელიც ჩამოვიდა აპირებს, რომ გესაუბროთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს თქვენმა ხელისუფლებამ, რომ შავი ხვრელი არ იყოს ეს ქვეყანა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და თუ არ აპირებთ მათთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირიდან ნათელს გახდის მათ შეფასებას თქვენი ხელისუფლების თაობაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S