Accentnews.ge
ხათუნა სამნიძე: თუ საარჩევნო ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები გაერთიანებაზე ვიფიქრებთ

ხათუნა სამნიძე: თუ საარჩევნო ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები გაერთიანებაზე ვიფიქრებთ

27/06/2023 19:25:40 პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ საარჩევნო ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები გაერთიანებაზე იფიქრებენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობა 2024 წელს არჩევნებზე მივიდეს და გადაწყვეტილებას ენდოს.

„კანდიდატის სტატუსი ხალხს სჭირდება იმისთვისაც, რომ 2024 წელს არჩევნებზე მოვიდეს და გადაწყვეტილებას ენდოს. რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პრობლემა არ არის, ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია. დღეს ოპოზიცია ფრაგმენტული და დაქსაქსულია. ჩვენ უფრო ნაკლები გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. ზოგჯერ ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც ვართ, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული ხდება. პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადავლახავთ და ძალადობაა ის, რომ ბარიერ 2%-მდე არ წევენ. თუ ბარიერი არ შეიცვლება, ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, გაერთიანებაზე ვიფიქრებთ, თუმცა ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამომრჩეველს მოეწონოს და ისინი არ დავკარგოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S