სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არც პლენარულზე დაუჭირეს
28/06/2023 09:30:58 პოლიტიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა.
პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც არ დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.


