Accentnews.ge
კუმარ აიერი: რუსეთი არ გაჩერდება და მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

კუმარ აიერი: რუსეთი არ გაჩერდება და მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

28/06/2023 12:51:47 პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო,თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი აცხადებს, რომ "რუსეთი არ გაჩერდება და მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები" - განაცხადა კუმარ აერიმ.

ამასთან, მან სანქციების შედეგებსა და ეფექტურობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

მისი თქმით, ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო.

"ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებსდა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S