Accentnews.ge
აიერი: სანქციებისგან თავის არიდება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, თუმცა კონტროლი ფრენებზეც უნდა გამკაცრდეს

აიერი: სანქციებისგან თავის არიდება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, თუმცა კონტროლი ფრენებზეც უნდა გამკაცრდეს

28/06/2023 13:05:59 პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. თუმცა, მისი თქმით, კონტროლი ფრენებზეც უნდა გამკაცრდეს.

"სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად სახმელეთო საზღვრების გზით ხდება, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი", - თქვა კუმარ აიერიმდ ა დაამატა ისიც, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება რომელიც, ასევე უნდა გაკონტროლდეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი არაა, რომ ვაჭრობის შეჩერება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს:

„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“.

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერიმ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც უკრაინის ომის კონტექსტში სანქციების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S