Accentnews.ge
"ეს ეხება ათასობით მოქალაქეს": პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის თაობაზე “გირჩის“ ინიციატივა ჩააგდო

"ეს ეხება ათასობით მოქალაქეს": პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის თაობაზე “გირჩის“ ინიციატივა ჩააგდო

28/06/2023 14:42:33 პოლიტიკა

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკური ჯგუფ “გირჩის“ დადგენილების პროექტი “ჩააგდო“.

“გირჩმა“ პარლამენტისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფიზიკური პირებისთვის საკუთრებაში გადაცემისა და შემდგომში ამ რეგისტრაციის გამო დაწყებული გამოძიებების შესწავლა მოითხოვა.

"ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები არის საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, იქნება ეს საგურამო, გუდაური, საირმე, გომის მთა და ა.შ. და შეეხება საქართველოს ათასობით მოქალაქეს“, - აცხადებდა იაგო ხვიჩია.

კერძოდ, როგორც იაგო ხვიჩია ყვება, პარლამენტის არჩევნების წინ საქართველოს რეგიონებში სავარაუდოდ, ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად დაიწყეს მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მიწევს წლების განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით, 2021 წელს – არჩევნების შემდგომ კი დაიწყო ამ ხალხის დაბარება პროკურატურაში გამოკითხვებზე ჯერ მოწმის სახით, შემდგომ კი როგორც ბრალდებულების, რომლებსაც თაღლითური გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მისაკუთრებას ედავებიან. ასევე პასუხისმგებლობაში მისცეს ადამიანები, რომელიც ამ პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.

“გირჩის“ ინფორმაციით, რამდენიმე ასეული პირი პირობით მსჯავრს იხდის, ხოლო ნაწილი, ვინც საპროცესო გარიგებას არ დათანხმდა, ამ საქმეში დღემდე ბრალდებულები, დაუყადაღეს ანგარიშები, საკუთრებაში არსებული ქონება და "არსებობის საშუალება არ ეძლევათ, თაღლითებად არიან გამოცხადებულები იმ ქმედებისათვის, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების მოწოდებით და მათი ინიციატივით განახორციელეს".

ხვიჩია ამბობს, რომ "სქემა მმართველმა ხელისუფლებამ გამოიყენა წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მოსაბილიზირებლად, რითაც ზიანი საქართველოს მოქალაქეებს მიადგა". ამ პირობებში კი, "როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ", დროებითი საგამოძიებო კომისია დამატებითი ბერკეტია, რეაგირება მოხდეს უკანონო ქმედებაზე, რომელიც მნიშვნელოვნ ზიანს აყენებს მოსახლეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S