Accentnews.ge
ო’სალივანი: ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით

ო’სალივანი: ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით

28/06/2023 15:25:16 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, არ გამოიყენონ ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად.

მას ჰკითხეს, რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

"არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება. რაც შეეხება ფრენებს, თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე... ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით, მაგრამ არ მგონია, საქართველოში იმაზე სუსტი იყოს ეს წერტილები, ვიდრე სხვა ქვეყნებში",– თქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი თბილისში 26 ივნისს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. პრესკონფერენციამდე მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S