Accentnews.ge
პრეზიდენტი: ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს, ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს

პრეზიდენტი: ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს, ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს

28/06/2023 19:23:21 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა CNN–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს რესურსს ან სურვილს, რუსეთმა დასავლეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გამოსცადოს საქართველოში, მაგრამ ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს.

“რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით როდესაც რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია, შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება, მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული.

ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსების შემოდინების პროცესი უნდა გაკონტროლდეს:

„არ შეგვიძლია ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის, არ არის პროპუტინული მოსახლეობა, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული, ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული. ამიტომ, ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იქნას გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას, რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S