Accentnews.ge
კიბერთაღლითობის ახალი სქემა ამოქმედდა: როგორ დავიცვათ თავი

კიბერთაღლითობის ახალი სქემა ამოქმედდა: როგორ დავიცვათ თავი

28/09/2023 10:01:05 ეს საინტერესოა, საზოგადოება

თუ მობილურ ტელეფონზე მიიღეთ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ „გათამაშებაში მოიგეთ სპეციალური ქულები და გასანაღდებლად სპეციალურ ბმულზე გადასვლაა საჭირო“, მაღალი ალბათობით, კიბერთაღლითების პოტენციური მსხვერპლი ხართ. ხოლო თუ ბმულზე გადახვედით, ნადვილად მსხვერპლთა რიგებში გადაინაცვლეთ, რადგან მითითებულ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაძლებელია როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ისე ანგარიშებზე წვდომის მიღება.

მას შემდეგ, რაც კიბერთაღლითობის ამა თუ იმ სქემის შესახებ ხდება ცნობილი და მომხმარებლები სიფრთხილის ზომებს იღებენ, თაღლითები ახალ მიდგომებს მიმართავენ და ამჯერადაც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თაღლითობის ხსენებული ახალი სქემა რამდენიმე დღეა ამოქმედდა, თუმცა როგორც ირკვევა, მას უკვე ბევრი დაზარალებული ჰყავს. ტრადიციულად მოპარული თანხის მოცულობა 50–დან 500 ლარამდე მერყეობს.

„ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტყუვდებიან და ამ შემთხვევაშიც გვყავს დაზარალებულები, რომელთაც, მათ შორის, ჩვენს ორგანიზაციასაც მომართეს: სამწუხაროდ, გაბრიყვდნენ, გადავიდნენ ბმულზე და შემდეგ თანხები დაკარგეს. პატარა თანხებს იმიტომ იპარავენ, რომ შესაძლოა ვიღაცამ ამას არ მიაქციოს ყურადღება, თუ SMS- სერვისი არ აქვს ჩართული, ან ყურადღებით არ არის. ასეთ შემთხვევაში კი მათ [კიბერთაღლითებს] შეუძლიათ, სისტემატიურად გააგრძელონ თანხის მოპარვა“,– ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

კეპულაძის ხედვით, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცველების როლი – სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ მსგავსი საქმეები, რათა ერთის მხრივ, პასუხისმგებაში მისცენ დამნაშავეები, მეორეს მხრივ, იყოს ერთგვარი პრევენცია:

„მესმის, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მიაწოდა შესაბამისი აღჭურვილობა, რათა მას მუშაობა გაუადვილდეს. აქტიურად უნდა ხდებოდეს ამგვარი პირების დაკავება და შემდეგ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეს შემდგომი შემთხვევების პრევენციაა“.

სპეციალისტები მომხმარებლებს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევენ:

  • მოვერიდოთ საეჭვო შეტყობინებებით მიღებულ ბმულზე გადასვლას;
  • დანაზოგს ნუ შევინახავთ იმ ბარათზე, რომელსაც ინტერნეტში ვიყენებთ;
  • პირადი მონაცემები არ გავაზიაროთ – არ შევიყვანოთ ინტერნეტ ბანკის და საბარათე მონაცემები, უნდა გვახსოვდეს, რომ თაღლითებს ყალბ ვებ–გვერდზე გადავყავართ;
  • თუკი მოვტყუვდით, მყისიერად დავბლოკოთ საბანკე ბარათი და გამოვცვალოთ ინტერნეტბანკის პაროლი;
  • მივმართოთ შსს–ს.

სპეციალისტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ რაც უფრო ციფრული ხდება სამყარო, მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და მასთან გასამკლავებლად სიფრთხილე და ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S