Accentnews.ge
"ჩვენებს არ ვტოვებთ"–დან "თავად ეძებეთ"–მდე: მოსკოვის დამოკიდებულება საკუთარი სამხედროების მიმართ

"ჩვენებს არ ვტოვებთ"–დან "თავად ეძებეთ"–მდე: მოსკოვის დამოკიდებულება საკუთარი სამხედროების მიმართ

02/10/2023 11:50:31 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ხშირად, ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აცხადებს. გამოცემა "ვოტ ტაკ"–მა ყურადღება გაამახვილა სამხედროების ნათესავების საჩივრებზე.

"როდესაც ეროვნულ პროექტს "ჩვენებს არ ვტოვებთ" დავუკავშირდით, კურატორი დაუკავშირდა დანაყოფს, ხმამაღალზე ჩართო და კაცმა უპასუხა, რომ ალექსეი ტყვეობაშია. ხოლო 9 აგვისტოს სამხედრო ნაწილმა ჩემი ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა და გვითხრეს: „თვითონ მოძებნეთო“,– ამბობს ვალენტინა, სამხედრო მოსამსახურის და.

სამხედრო მოსამსახურეების დედები და ცოლები ცდილობენ, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მოიძიონ. ამგვარად აღმოაჩინა დარია მოროზმა, პრიმორის მკვიდრმა, რომ მისი შვილი ტყვეობაში იყო. უკრაინული წყაროების მხრიდან გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიუხედავად, მისი შვილის ახალი სტატუსის დადასტურებას დრო და ძალისხმევა დასჭირდა.

„ამისთვის ოჯახი დაუკავშირდა უსურიისკის სამხედრო ნაწილს და უსურიისკის გარნიზონის სამხედრო პროკურატურას, ქალაქ ხაბაროვსკის საგამოძიებო კომიტეტს და თავდაცვის სამინისტროს. მათ სამი თვე დასჭირდათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად“,– აღნიშნავს გამოცემა.

ფორმალურად დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნა ქვედანაყოფის მეთაურების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისინი ამას თავს არიდებენ,– ამბობენ პრობლემების შესახებ ინფორმირებული ადვოკატები.

„ჩვენი საქმით თუ ვიმსჯელებთ, ხელმძღვანელობა არ მიმართავს რაიმე, თუნდაც ფორმალურ ძალისხმევას ძებნისთვის. ისინი უბრალოდ ამატებენ პირს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში და სულ ესაა, შეუძლიათ, ამის იქეთ არაფერი აკეთონ: არ აიღოთ რაიმე ვალდებულება არც ძებნის, არც კომპენსაციისთვის, არ შეღავათებისთვის“,– ამბობს უფლებადამცველი კუზნეცოვი.

როგორც განმარტავენ, სამხედრო ტყვის სტატუსი არ არის მხოლოდ გასაცვლელთა სიებში ჩართვისთვის აუცილებელი პირობა. ეს ასევე მოიცავს გადასახადებს მათი ოჯახებისთვის. რადგან, როგორც კი სამხედრო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდება, მას ხელფასი აღარ ერიცხება.

„მარჩენალის დაკარგვის შემდეგ, ბავშვებიანი ოჯახები შეიძლება, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამას კიდევ უფრო ამძიმებს გაურკვევლობა",– აღნიშნავენ უფლებადამცველები და დასძენენ, „სახელმწიფო ამას აკეთებს იმიტომ, რომ ეს მათთვის ნაცნობი მიდგომაა. არავის არასოდეს ადარდებდა ამ ადამიანების სიცოცხლე“.

უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ რუსეთში არ არსებობს სამხედრო ტყვეთა ერთიანი რეესტრი. მათი რაოდენობა საიდუმლოდ ინახება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S