Accentnews.ge
კრემლის ბლოგერი ფრონტის ხაზიდან: სიმართლეს ითხოვთ, მაგრამ არ ხართ მზად რეალობისთვის

კრემლის ბლოგერი ფრონტის ხაზიდან: სიმართლეს ითხოვთ, მაგრამ არ ხართ მზად რეალობისთვის

13/10/2023 09:31:05 მსოფლიო, ეს საინტერესოა

კვირის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ გააძლიერა შეტევა დონეცკის ოლქის ავდიევკას წინააღმდეგ, რომელსაც "დონეცკის კარიბჭესაც" უწოდებენ. ინტენსიურად ბომბავდნენ ქალაქსა და მიმდებარე დასახლებებს.

უკრაინის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ რუსები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, მის აღებას და შემდეგ ამის "გამაჯვებად" გასაღებას.

მანამდე კრემლის სამხედრო კორესპონდენტები წერდნენ "დიდი შეტევის" შესახებ. მაგალითად, ვლადიმირ რომანოვი საკმაოდ პირქუშად აღწერდა ვითარებას ავდიევკას მახლობლად:

”მოვიდა მოწინააღმდეგის რეზერვები, გარღვევა მოხდა მხოლოდ ჩრდილოეთ ფლანგზე, ხოლო სამხრეთ ფლანგზე ცვლილებები არ მომხდარა. ბერდიჩიში გარღვევის დროს (სტეპნოე) ვერ მოხერხდა ფეხის სრულად მოკიდება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების მოახლოებასთან ერთად. ამავდროულად, ურთულესი მონაკვეთი სწორედ სამხრეთ ფლანგზეა (ტონენკოიე), სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ მომარაგების მთავარი ხაზები და რამდენიმე სოფელი, რომლებიც მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს. მაგრამ ეს მიმართულება უზრუნველყოფს გარღვევას ნორმალური მომარაგებით და არა ჩრდილოეთით, სადაც ჯარები მიდიან მინდვრებზე და რკინიგზაზე. ავდიივკაზე ფრონტალურმა შეტევამ მხოლოდ მცირე პროგრესი გამოიღო“.

ცოტა მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ რუსებმა უკრაინული არტილერია "სრულად ჩაახშეს", თუმცა რუსმა სამხედრომ ეგორ გუზენკომ (მეტსახელად "ცამეტი") კორუმპიებულები უწოდა მათ, ვინც რუსების მიერ ავდიეკას აღების შესახებ იუწყებოდა და თქვა, რომ ქალაქი კვლავ უკრაინული ძალების კონტტროლს ქვეშაა და რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მიმდებარედ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, მეტსახელად "ტატარიგამი –უა" აანალიზებს ავდიევკას გამაგრებული ტერიტორიის სატელიტურ ფოტოებს. მისი შეფასებით, „რუსულმა ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო შეტევა კრასნოგორივკადან და ვოდიანოიიდან ავდიევკას ალყაში მოქცევის მიზნით“. ის ყურადღებას ამახვილებს რუსების ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ფლანგებზე შეტევის განზრახვაზე ზურგში შეღწევის მიზნით.

მისი ანალიზის მიხედვით, სტეპნოის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავდიევკას უკანა რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონები წააწყდნენ დანაღმულ ველებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და საარტილერიო ცეცხლს, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია მათ შორის და შეაფერხა თავდაპირველი წარმატების განვითარება.

"ორივე მხარისთვის რთული ვითარებაა. "წარმატებაზე" საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, უკვე ნათელია, რომ შეტევა თავდამსხმელებისთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა",– წერს ავტორი.

ავდიევკას მახლობლად შექმნილი ვითარების შესახებ ასევე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც:

„ავდიევკა. ჩვენ გვიკავია პოზიციები. უკრაინული სიმამაცე და ერთიანობა განსაზღვრავს, როგორ დასრულდება ეს ომი. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!“.

რუს ბლოგერს ანდრეი მოროზოვს ასევე რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა და მოხალისემ ალექსეი ჟივოვმა უპასუხა და აღნიშნა, რომ დაიღალა კრიტიკოსებით, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის არმიას და ბლოგერებს ფრონტზე არსებული ვითარების ოპტიმისტურად დახატვის თაობაზე. მისი თქმით, კრიტიკოსები ითხოვენ სიმართლეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი მათგანი არ არის მზად ამ სიმართლისთვის. უფრო მეტიც, თუ ჭეშმარიტი ინფორმაცია გამოქვეყნდება, "ჯარისკაცები დაკარგავენ ბრძოლის მოტივაციას, ზურგი შეწყვეტს დახმარებას და ჩვენ ომს დავკარგავთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფრონტზე "რუსული არმიის სამწუხარო მდგომარეობაზე" პირადად ქვეყნის პრეზიდენტთან არავინ ჩივის, მიუხედავად იმისა, რომ მასთან შეხვედრაზე ბევრი კრიტიკოსი იყო. "უკანასკნელმა, ვინც ეს გააკეთა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია",– თქვა მან "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე.

რატომ გააქტიურდნენ რუსები ავდიევკასთან?

ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა ავდიევკაზე თავდასხმა უკრაინელების ყურადღების რაბოტინოდან გადართვის მიზნით გააძლიერეს.

მსგავსი იდეის არსებობას არ გამორიცხავს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ კოვალენკოც. ის იხსენებს, ზაფხული რუსების შეტევას ლიმან-კუპიანსკის ღერძზე. მისი თქმით, რუსები ცდილობდნენ, ხარკოვში მიეზიდან უკრაინული ძალები. მაგრამ არის ერთი ასპექტი. მისი თქმით, ფაქტია, რომ ლიმან-კუპიანსკის ღერძი 180 კმ-ზე მეტია და მტერს არ შეუძლია განახორციელოს რაიმე ძლიერი შეტევითი მოქმედებები სამხედრო ძალის დეფიციტის გამო, რაც საფრთხეს შექმნისდა. ამიტომ, მათ სეუძლიათ, უფრო ძლიერი შეტევა სცადონ "პატარა ფრონტზე – 20 კილომეტრზე, რათა შექმნას პირობითად დიდი საფრთხის ფონი და აიძულონ ჩვენი ქვედანაყოფები, გადანაწილდნენ სპეციალურად ავდეევკაში".

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ დამპყრობლების მთავარი მიზანია, შეაჩერონ ან თუნდაც შეანელონ უკრაინის წარმატებული შეტევა მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ავდიევკა და შეეცდებიან, მიიზიდონ უკრაინის სარეზერვო ძალები ამ მიმართულებაზე იმგვარად, რომ დაასუსტონ უკრაინის შეიარაღებული ძალები.

ექსპერტ კოვალენკოს თქმით, ავდიევკა ოკუპატებისთვის ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი:

  • ტერიტორიული მიღწევები;
  • "უსაფრთხო ზონის" შექმნა ოკუპირებული დონეცკისთვის და მის ფარგლებს გარეთ.

„ეს შემდგომი წინსვლისთვის შესაძლებლობის შექმნაა. მაგალითად, პოკროვსკზე წვდომა. ეს არის შესაძლებლობა უფრო უსაფრთხო წინსვლისთვის კონსტანტინოვსკის და სხვა მიმართულებებით. ანუ ეს არის კომპლექსური ღონისძიებები. ავდიევკა არ არის მხოლოდ „დონეცკის კარიბჭე“, არამედ ის დონეცკიდან გასასვლელიცაა სხვა მიმართულებებზე. ამიტომ, იქ თავდაცვა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კოვალენკომ.

13 ოქტომბერს უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსების შეტევის მოგერიებას ავდიევკას რაიონში, ხოლო შეტევას ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებებზე.

„ავდიევკას მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, თუმცა უშედეგოდ. ჩვენმა დამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში წარმატებით მოიგერიეს მტრის 20-ზე მეტი შეტევა ავდიევკას, ლასტოჩკინოს, ტონენკის, პერვომაისკის, ნეველსკი რაიონებში“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა და დასძინა, "ჩვენი დამცველები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით. ისინი ზარალს აყენებენ მტრის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. ისინი კონსოლიდირდებიან მიღწეულ ხაზებზე", - განმარტა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S