
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯარისკაცებს აგზავნის
22/10/2023 08:36:24 მსოფლიო
აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.
„ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა.
მას არ დაუკონკრეტებია ჯარისკაცების რაოდენობა.
ცნობისთვის: 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ–მა 2000 ჯარისკაცი გაგზავნა ისარელში პოტენციური განლაგებისთვის.
"აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალების" 2000 ჯარისკაცი ისრაელის სანაპიროებისკენ მიემართება და პენტაგონი ამზადებს მათ ქვეყანაში პოტენციური განლაგებისთვის, რადგან შეერთებული შტატები მუშაობს, თავიდან აიცილოს ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის შემდგომი გაფართოება, – იუწყებოდა CNN პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, 2000 ამერიკელი ჯარისკაცი შეუერთდებოდა აშშ-ის საზღვაო ფლოტს, რომელიც თავს იყრის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის მხარდასაჭერად.
"კვირას ღამით აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება, რომ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი მოემზადებინათ ისრაელში პოტენციური განლაგებისთვის, რათა ამერიკელმა სამხედროებმა სამედიცინო და ტექნიკური დახმარების ამოცანები შეასრულონ. ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს უფრო ფართო რეგიონალური ომის თავიდან აცილებას. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატები არ გეგმავს ამერიკულების ჩართვას ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომში, რომელიც ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა, ხანგრძლივი და რთული იყოს. მაგრამ დაგეგმვა და აშშ–ის ზომები გახსნის ფანჯარას იმ სახის დახმარებისკენ, რომელის გაწევაც აშშ-ს შეუძლია, მათ შორისაა ლოგისტიკის მართვა ფრონტის ხაზებიდან მოშორებით და სამედიცინო დახმარების შეთავაზება. ეს შეიძლება, განსაკუთრებით ღირებული იყოს, თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს", – იუწყებოდა CNN.
ისრაელსა და "ჰამასსს" შორის ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის არმიამ ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილობა გააძლიერა. კერძოდ, ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაგზავნა მეორე ავიამზიდი Dwight D. Eisenhower და ავიაგამანადგურებლების(F-15 და F-16) ესკადრილია.