ფაშინიანმა თბილისში ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის მზაობაზე მიანიშნა, ისაუბრა თურქეთისა და აზერბაიჯანის კონტექსტში მოლოდინებზეც

26-10-2023 12:41:22 კავკასია

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ე.წ. ზანგეზურის დერეფნის (აზერბაიჯანის ნახჭევანთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც გაივლის სომხურ რეგიონს) გახსნის პირობებზე მიანიშნა, ისაუბრა აზერბაიჯანთან და თურქეთთან მოლაპარაკებებზე და წარადგინა „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“.

ფაშინიანმა საკუთარი გამოსვლა არსებული რთული მოცემულობის აღწერით დაიწყო:

„ჩვენს ორ მეზობელთან [საქართველო, ირანი – რედ.]გზები გახსნილია, რაც მიანიშნებს მეგობრულ ურთიერთობებზე; ორ მეზობელთან [აზერბაიჯანი, თურქეთი – რედ.]გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ვისაუბრო რთულ ურთიერთობებზე, აქ ვარ იმისთვის, რომ განვაცხადო – მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება ძალიან ძნელი იქნება. ცხადია, ჩვენს რეგიონს – ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, გააჩნიათ აკუმულირებელი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს დიალოგის საშუალებით უზიარებენ – ყველაფერი ეს წარმოადგენს მშვიდობას. სწორედ ამიტომ შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომელიც ჩვენი შეხედულებით ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და შენებით“.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა სარკინიგზო ინფრაქტსრუქტურაზე, კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი სომხეთზე გამავალი გზების გააქტიურებაზე. ისაუბრა პროექტის პრინციპებზეც:

  • ყველა ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, რომელზეც ეს მარშრუტები გაივლის;
  • თითოეულ ქვეყანა საკუთარი ინსტიტუცების საშუალებით უზრუნვეყოფს ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, საბაჟო კონტროლს.

„მალე სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება, საერთაშორისო კომუნიკაციების და მძღოლების უსაფრთხებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს“.

  • ეს ინფრასტრუქტურა შესაძლოა, იქნეს გამოყენებული როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კომუნიკაციისთვის;
  • ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის გამოყენებით.

„სომხეთი მზადაა, ხელახლა გახსნას, განაახლოს ან ააშენოს კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით“,– ხაზი გაუსვა ფაშინიანმა და დასძინა, „ეს პრინციპები საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია“.

მან თქვა, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ უმნიშვნელოვანესი ნაწილია მშვიდობის დღის წესრიგის და რომ სომხეთი მუშაობს შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი შემდეგ რამდენიმე თვეში დასრულდება.

ამასთან, მან მშვიდობის ორი ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც, მისი თქმით, შეთანხმდნენ აზერბაიჯანთან. კერძოდ, სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, საბჭოთა კავშირის პორობებში არსებული რესპუბლიკის საზღვრები ხდება სახელმწიფო.

„ამ პრინციპებზე დაყრდნობით გვაქვს იმედი, რომ მოვაწერთ ხელს მშვიდობაზე აზერბაიჯანთან და განვაახლებთ ურთიერთობებს.

იმედი გვაქვს, სიახლეები იქნება ახლო მომავალში თურქეთ–სომხეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის. ეს ცხადია, დადებით სტიმულს შექმნის ჩვენი რეგიონისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები