Accentnews.ge
ბუდაპეშტში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბუდაპეშტში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

06/11/2023 12:40:11 სამართალი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

უნგრეთის მთავარი პროკურატურის ცნობით, 32 წლის კაცთან ერთად დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრეფიკინგის საერთაშორისო ქსელს ბუდაპეშტის გავლით გერმანიაში 65 ადამიანის არალეგალურად გადაყვანა სურდა. 2023 წლის ოქტომბერში ისინი დროებით ბუდაპეშტში, 2 ბინაში იყვნენ მოთავსებულები. საკვებს თურქეთის მოქალაქე უზრუნველყოფდა.

თურქმა კაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ხოლო ქართველმა – ბინების კარები ჩაკეტა, რათა ამ ადგილების დატოვება ვერ შეძლებოდათ.

9 ოქტომბერს ადგილზე პოლიციის მისვლისას ქართველმა მანქანით გაქცევა მოახერხა. იგი მოგვიანებით სხვა უბანში დააკავეს.

დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S