Accentnews.ge
დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

17/12/2019 06:04:02 სხვა, საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S