Accentnews.ge
პროკურატურა: 12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის ბიჭს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა: 12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის ბიჭს ბრალდება წარედგინა

06/11/2023 13:47:43 სამართალი

პროკურატურის ცნობით, 12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის ბიჭს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S