Accentnews.ge
გერმანია კვალიფიციური კადრების დეფიციტს უცხოელებით შეავსებს

გერმანია კვალიფიციური კადრების დეფიციტს უცხოელებით შეავსებს

17/12/2019 06:59:32 სხვა, მსოფლიო

გერმანია კვალიფიციური კადრების დეფიციტს უცხოელებით შეავსებს. შესაბამისი კანონი ძალაში 2020 წლის 1 მარტიდან შევა. 

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, 16 დეკემბერს, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან  კანცლერ ანგელა მერკელის  შეხვედრაზე შეთანხმდა კვალიფიციური უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა გამარტივებულად დასაქმების გეგმა, რომლის თანახმად, გერმანიის მთავრობა ხელს შეუწყობს სამუშაო ვიზის მიღების გამარტივებას. ამასთან, გამარტივდება სხვა ქვეყანაში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარებაც. თავის მხრივ, დამსაქმებელი ახალ თანამშრომლებს უნდა დაეხმაროს გერმანული ენის შესწავლაში, საცხოვრებლის მოძიებასა და ადაპტაციაში.

გერმანია პროფესიონალთა დეფიციტს განიცდის ისეთ პროფესიებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ექთანი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.

რამდენი ადამიანის დასაქმებაა საჭირო დეფიციტის შესავსებად, შეხვედრაზეარ თქმულა, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია ასობით ათასზე.

უახლოეს ხანში დაიწყება საპილოტე პროექტები კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ვიეტნამიდან. იგეგმება სპეციალისტების მოზიდვა მექსიკიდან, ფილიპინებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც.

ცნობისთვის: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას განაცხადა, რომ რიგი პროფესიებისთვის, რომელიც გერმანიაში დეფიციტურია, მუშაობა დაიწყება საქართველოსთვის სამუშაო ქვოტების გამოყოფის მიმართულებით.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S