Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო ქარხნიდან 276 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებები გაუჩინარდა

რუსეთში სამხედრო ქარხნიდან 276 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებები გაუჩინარდა

17/12/2019 07:58:32 სხვა, მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბების დატაცების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბაშკირეთში მდებარე სამხედრო ქარხნიდან 276 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, - იუწყება გამოცემა "Ведомости".

მისივე ინფორმაციით, ქიმიური რეაქტივები რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმო “ავანგარდმა” ნაღმების სამხედრო დაკვეთით უტილიზაციის პროცესში მოიპოვა, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთვის არ ჩაუბარებია. 

დანაკლისი ინვენტარიზაციის მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოს ახალმა გენერალურმა დირექტორმა ჩაატარებინა.

ცნობილია, რომ დატაცება 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში მოხდა. ვარაუდობენ, რომ ქარხანამ ნივთიერებები საწარმოო ასაფეთქებლად გარე ფირმის დაკვეთით გადაამუშავა.

გამოცემის ცნობით, აზგატ იბრაგიმოვი, რომელიც “ავანგარდს” მარტის თვემდე ედგა სათავეში, თანამდებობიდან ქარხნის ცუდი ფინანსური მდგომარეობის, მრავალწლიანი ზარალისა და ვალების გამო გაათავისუფლეს. ინვენტარიზაციის პროცესში ქარხნის ახალმა ხელმძღვანელობამ მთელი რიგი სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა, მათ შორის – ასაფეთქებელ ნივთიერებებზე კონტროლის შესახებ კანონმდებლობის კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S