
"უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყნის გარეთ და შიგნით"
17/12/2019 08:33:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყნის გარეთ და შიგნით.
"ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს, უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტირირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი.
ეს ამოცანები და ის მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშეც, ქვეყნის შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ - სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწრევს უნარი, მზად არის და შეუძლია, უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საშუალება, ამ დღეების განმავლობაში ბევრად უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს მიმართულება", – განაცხადა გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამასწინანდელ ინტერვიუში ქართველებს დასაქმებას არა სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ დაჰპირდა.