Accentnews.ge
"მოკვლის მიზნით დაედევნენ" – ტატუაშვილზე თავდასხმისთვის ბრალი ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინეს

"მოკვლის მიზნით დაედევნენ" – ტატუაშვილზე თავდასხმისთვის ბრალი ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინეს

07/11/2023 11:23:22 სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დმანისის ყოფილ მერ გიორგი ტატუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ორ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის და ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს. ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდასხმა 1 ნოემბერს მოხდა. აღნიშნულს ტატუაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ.

ტატუაშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ამასთან, მისი ინფორმაციით, პირები, რომელთაც ბრალი წარედგინათ, ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S