
გახარია – კონგრესმენების საპასუხოდ: "საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს"
17/12/2019 08:22:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს. ამის შესახებ პრემიერმა აშშ-ის კონგრესმენების კრიტიკული წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომელშიც კონგრესმენები წერენ, რომ ისინი შოკში არიან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით.
"არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, როგორც იცით, ელჩების მეშვეობით, ეს დიალოგი მიმდინაორებს. საქართველოს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას ჩვენ გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ იცის, რომ საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. რაც მეტს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მით მეტს ითხოვენ ჩვენგან, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე", – განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებებს შეახსენებს