Accentnews.ge
"ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ომის გარდა, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ"

"ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ომის გარდა, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ"

17/12/2019 09:09:49 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა საქართველოს ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს.

„ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებებს უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S