
სამართალდამცველებმა „შეცვალეს“ აქტივისტებს ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს
17/12/2019 09:33:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სამართალდამცველებმა მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს.
ამაჟამად აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები საკრებულოს დერეფანში არიან შეკრებილები. არის მცირე დაპირისპირებებიც.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა მოთხვონაა, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს დეპუტატის მანდატი.
მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ. მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.