Accentnews.ge
"სუს–ის ვიდეოში არაფერია, რაც ადასტურებს ბრალდებას" - გაეროს წარმომადგენელი "კანვასის" ტრენინგზე

"სუს–ის ვიდეოში არაფერია, რაც ადასტურებს ბრალდებას" - გაეროს წარმომადგენელი "კანვასის" ტრენინგზე

07/11/2023 14:26:34 პოლიტიკა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლორელი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "კანვასის" ტრენინგზე გაკეთებული ჩანაწერის გავრცელებით "შეგნებულად ცდილობს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზაციას". ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოში 10–დღიანი ვიზიტის დროს მიღებულ ინფორმაციას აჯამებდა.

"მე განვიხილე ეს ჩანაწერი. ჩემი აზრით, ამ ვიდეოში არაფერია, რაც რამენაირად ადასტურებს ორგანიზატორებისა და მონაწილეებისათვის წაყენებულ ბრალდებას. ტრენინგი ღია იყო. ის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიდეო, რომელიც თითქოს ამის კონსპირაციულ ხასიათს ადასტურებს რვაწუთიანია და დამონტაჟებულია. ტრენერები არც ერთხელ გულისხმობენ ან ახალისებენ ძალადობას.

ამ ვიდეოს წარდგენა კონსპირაციის მაგალითად ძლიერად მიანიშნებს, რომ სუსი შეგნებულად ცდილობს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზაციას და სურს საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია დაუკარგოს ფუნდამენტური უფლებებს გამოხატვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას", - თქვა ლორელმა.

მმართველი პარტიის წევრმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი უპასუხისმგებლო უწოდა გაეროს წარმომადგენლის განცხადებას.

"რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად...

როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუსზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს... გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში", - თქვა გია ვოლსკიმ.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები 29 სექტემბერს ესწრებოდნენ თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. ე.წ. რევოლუციური სცენარით „ხელისუფლების დამხობის" საქმის ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S