Accentnews.ge
ბავშვის გაუპატიურების საქმეზე 22 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა

ბავშვის გაუპატიურების საქმეზე 22 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა

07/11/2023 15:33:26 სამართალი

ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლალი ბესტავაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 22 წლის გ.ტ.-ს, რომელსაც გამოძიება 12 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის გაუპატიურებას ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

წინასასამართლო სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში 21 დეკემბერს გაიმართება.

შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში 4 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. ბავშვი 22 წლის კაცმა ე.წ. ცოლად მოყვანის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში წაიყვანა.

თავდაპირველად გ.ტ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს, თუმცა, 7 ნოემბერს მას ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა.

ბავშვი ამჟამად თავშესაფარში იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S