
სოფელ ნატანების გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
17/12/2019 09:41:19 სხვა, სამართალი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც სოფელში აცხადებენ, შუახნის მამაკაცის ცხედარი მისმა ძმამ, გზისპირას, თხრილში ნახა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.