Accentnews.ge
ბაქოში ყარაბაღის მკვიდრს 15 წელი მიუსაჯეს

ბაქოში ყარაბაღის მკვიდრს 15 წელი მიუსაჯეს

07/11/2023 15:44:49 კავკასია

ბაქოს სამხედრო სასამართლომ ყარაბაღის მკვიდრს ვაგიფ ხაჩატრიანს, რომელიც გენოციდის საქმეშია ბრალდებული, თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

„ბაქოს სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარემ ზეინალ აგაევმა წაიკითხა განაჩენი, რომლის მიხედვითაც ვაგიფ ხაჩატრიანს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა. პირველი ხუთ წელს ხაჩატრიანი იზოლირებულ საკანში გაატარებს, დანარჩენს – მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - წერს Trend.

ხაჩატრიანი ლაჩინის საგუშაგოზე იმ დროს დააკავეს, როცა სომხეთში სამკურნალოდ გადასვლას ცდილობდა.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, ხაჩატრიანი, რომელიც ხანკენდის (სომხური სახელწოდება - სტეფანაკერტი) ერთ-ერთ საავტომობილო საწარმოში მძღოლად მუშაობდა, იყო სომხური ფორმირებების წევრი, რომლებმაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ხოჯავენდის რაიონის სოფელ მეშალზე 1991 წლის 22 დეკემბერს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 25 აზერბაიჯანელი, 14-მა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ხოლო 358 ადამიანი იძულებით გამოასახლეს კანონიერი საცხოვრებელი ადგილიდან.

ხაჩატრიანმა სასამართლოში განაცხადა, რომ არ იცოდა, რაზე იყო საუბარი. ”არასოდეს ვყოფილვარ შეიარაღებული ჯგუფის წევრი, არასოდეს ვყოფილვარ ორგანიზატორი,” - თქვა მან.

ოფიციალურმა ერევანმა ვაგიფ ხაჩატრიანის სასამართლო პროცესს ადრე "შეთითხნილი" უწოდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S