07-11-2023 22:24:46 ციტატა
"რაც არ უნდა იყოს ხვალინდელი გადაწყვეტილება, ეს იქნება პოზიტიური გზავნილი ქართველი ხალხისთვის იმ გაგებით, რომ არ დახურავს კარს და მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ. ევროკავშირი დაუჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, ვიდრე საქართველო ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს და ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია",– განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ფორმულას" ეთერში.
ევროკომისია 8 ნოემბერს საქართველოს შესახებ, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული და კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, საკუთარ რეკომენდაციას გამოაქვეყნებს. შემდეგ უკვე წევრმა სახელმწიფოებმა დეკემბერში უნდა იმსჯელონ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი ჰქონდა სრულად შესრულებული.