
2020 წლიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შსს 7 322-მა თანამშრომელმა დატოვა
08/11/2023 08:44:55 სამართალი
ბოლო არასრული სამი წლის განმავლობაში, 2020 წლიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 332-მა თანამშრომელმა დატოვა საკუთარი განცხადების საფუძველზე, – იუწყება "რადიო თავისუფლება" უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"4 ოქტომბერს უწყებას ვკითხეთ, რომელი უწყებიდან (გენერალური ინსპექცია, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი და ა.შ) და ქვეუწყებიდან (სასაზღვრო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) რამდენმა თანამშრომელმა დატოვა საკუთარი პოზიცია და ვითხოვეთ, ეს მონაცემები წლების მიხედვით დაეწყოთ.
საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ერთი თვის შემდეგ გვიპასუხეს, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 7 332 ადამიანის პარალელურად, ამავე პერიოდში შსს-ში მუშაობა დაიწყო 9 437-მა ადამიანმა.
"გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს მასშტაბიდან გამომდინარე, თანამშრომელთაროტაცია, გადინება და ახალი კადრების მოძიება/დასაქმება მუდმივი და ბუნებრივიპროცესია" - წერია წერილში, რომელშიც დაკონკრეტებული არ არის, რომელი სამსახურიდან რამდენმა ადამიანმა დატოვა სამსახური და არც დროის მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".
გაოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადახვა დანაყოფში ჯამში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად საუბრობენ ამ უწყებიდან კადრების მაღალი გადინების პრობლემის შესახებ - ყოფილი სამართალდამცველების ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 2022 წლის აგვისტოში, შსს-ს პრესსამსახური ამტკიცებდა, რომ ყოფილი თანამშრომლები სისტემის პრობლემებზე სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოტივით საუბრობდნენ. 2023 წლის თებერვალში კი მინისტრმა გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ არ არის სიმართლე "ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები."