კირბალის მკვიდრი: თუ დოთიაშვილს არ გამოუშვებენ, ავჯანყდებით!

08-11-2023 13:08:13 საზოგადოება ,ციტატა

"რაღაც ზომებს ხომ უნდა მიმართონ, შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? ახლა თუ ლევან დოთიაშვილი არ გამოუშვეს, ჩვენ ავჯანყდებით - ზომებს მივმართავთ. ჩვენ იმ ბავშვსაც არ მოვაკვლევინებთ, ანგელოზივით, სასახელო ბიჭია [...]

ყელში ამოგივა. რომ მოდიხარ და თქვენი სახლი დაკეტილი დაგხვდეთ, მოგეწონებათ? არ შეანგრევთ კარს? ასეა ჩვენი ეგეც [ლომისას ტაძარი], მაინც არ დავთმობთ",– ამბობს სოფელ კირბალის ერთ-ერთი მცხოვრები "მთავარ არხთან".

6 ნოემბერს ლომისას ტაძარში ასვლის შემდეგ ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ოჯახის ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს, რომ "წითელზედიანი კაცი" ოკუპანტებთან ერთად გადაადგილდებოდა. გატაცების დღეს დოთიაშვილს წითელი ზედა ეცვა და ეს აფიქრებინებს ოჯახს, რომ ის ცოცხალია, რადგან საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა. ამასთან, ოჯახს ძალოვანი უწყებიდან აცნობეს, რომ დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და რომ დაზიანებები არ აღენიშნება.

"დაიჭირეს და წაიყვანეს, სხვა რა. ერთი მოკლეს, მეორე წაიყვანეს. სხვა რა გავიგეთ. ერთმა მითხრეს, წითელი ის ეცვა [ზედა] და წაიყვანესო, დანარჩენი არაფერი. ერთი მაგით ვარ დარწმუნებული რომ ცოცხალი არის, რომ თავისი ფეხით წაჰყვა. დანარჩენი არაფერი არ ვიცი",– თქვა დოთიაშვილის მამამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები