
96 წლის მამაკაცი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანად დაბრუნდა
17/12/2019 10:44:56 კონფლიქტები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი 96 წლის გორა ღარიბაშვილი, რომელიც გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს მშვიდობიანად დაბრუნდა.
როგორც "აქცენტს" სუს–ში განუცხადეს, "მამაკაცი დაკავებული არ ყოფილა, შესაბამისად, მას არც ჯარიმა გადაუხდია". მათივე თქმით, გორა ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშრებით "ცხელი ხაზი" იყო გააქტიურებული.
გუშინ შუადღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში მდებარე სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.