Accentnews.ge
თსუ-მა „სირცხვილიას“ საჯარო ლექციისთვის აუდიტორია არ დაუთმო

თსუ-მა „სირცხვილიას“ საჯარო ლექციისთვის აუდიტორია არ დაუთმო

17/12/2019 12:26:59 სხვა, საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მხარდამჭერებს საჯარო ლექციის გამართვისთვის აუდიტორია არ დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ" ავრცელებს. 

მისივე ცნობით, 16 დეკემბერს უნივერსიტეტის კანცელარიაში შეიტანეს განცხადება აუდიტორიის გამოყოფის შესახებ, რათა ჩაეტარებინათ საჯარო ლექცია სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე და მიეწვიათ ამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები. 

„დღეს კი დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიზეზად კი უნივერსიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომელიც პარტიული ჯგუფებისთვის უნივერსიტეტის სივრცის დათმობას კრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განვუმარტეთ, რომ „სირცხვილია” არ არის პარტიული პოლიტიკური ჯგუფი, არამედ სამოქალაქო მოძრაობაა, პასუხი იყო, რომ უნივერსიტეტი არავის უშლის სამოქალაქო აქტივიზმს უნივერსიტეტის გარეთ. სიამაყით ამბობდა, რომ თსუ-ს ბევრი სამოქალაქო აქტივისტი სტუდენტი ჰყავს" – წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S