ევროპარლამენტარები: საქართველო არის ევროპა და ქართველები  – ევროპელები

08-11-2023 17:28:14 პოლიტიკა

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან ევროპარლამენტარები.

როგორც ევროდეპუტატები აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”.

დეპუტატები ამბობენ, რომ გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რათა ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში.

“საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ გაფართოების შესახებ წლიურ ანგარიშში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მინიჭების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა სურვილი, შეესრულებინა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან, ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნება აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათ და მხოლოდ მათ დაიმსახურეს ეს ისტორიული მიღწევა”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსიმ, სვენ მიკსერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები